მთავარი

დეკემბრის პოსტი

დატოვე კომენტარი

გარდა იმისა რომ ზამთარი დგება, ახალი წელი მოდის, ცივა, თოვლია და ჩაი ლიმნით მთელი მოვლენა, ჩემთვის ეს თვე ცხოვრების ეპიზოდია, რომელიც გაფუჭებული ფირფიტასავით ერთ ადგილას ტრიალებს ყოველ დეკემბერს.  უკვე მეოთხე წელია რაც ტრადიციულ პოსტს ვწერ და მგონი ყველა დეტალი მოყოლილი მაქვს, ყველა ემოცია გადმოცემული, არაფერი მაქვს ახალი სათქმელი.

წელს არ მინდოდა დამეწერა ამაზე, გულწრფელად ვიტყვი. ბევრი ვიმუშავე ზოგადად ამ ემოციის გარდაქმნაზე, ამ ფაქტის ნეგატიურობის ჩახშობაზე. ხანდახან მთელი გულით მინდა ეს ეპიზოდი ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამის გაფიქრების შემდეგაც კი საშინელი დანაშაულის გრძნობა მაქვს და ალბათ ამიტომ ვერასოდეს განვახორციელებ ამ ნებაყოფლობით ამნეზიას, ყოველშემთხვევაში ტრეპანაციის გარეშე. ტვინის რაღაც ნაწილს თუ ამომიღებენ ალბათ დავივიწყებ. განა არ შემიძლია? რისთვის არსებობენ ფსიქოთერაპევტები, მაგრამ არ მინდა. ჯერაც ვერ დავლაგდი მოკლედ, ვერ ჩამოვყალიბდი რა დამოკიდებულება მაქვს ამ თემის მიმართ. ჩაღრმავება მჭირდება, მაგრამ რთულია, უფრო სწორად ჩემთვის საშიში, მშიშარა ვარ.

ყურით მოთრეული პოსტია, სიტყვებად ვაკოწიწე. რაც დრო გადის უფრო მიჭირს ლაპარაკი, ფიქრი ისედაც მიჭირდა. მიგროვდება და ზამთარი რომ მოდის უბრალოდ მაქვს მიზეზი ვთქვა რომ დეკემბერში ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო.

8 დღე დარჩა

2 Comments

ერთი წელია ველოდები ამ დღეს… 8 დღის შემდეგ ჩემი შვილის დაბადებისდღე იქნებოდა…

ყოველ დღე ვიხსენებ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ რომ არ გავიხსენო… სულ ვფიქრობ ნეტა ეხლა როგორი იქნებოდა, რას გააკეთებდა, სიარულს ისწავლიდა, ლაპარაკს, პირველ სიტყვას რას იტყოდა, რა ფერის თმა ექნებოდა, როგორი ხმა…

ჯოჯოხეთში ვარ… ეს არის ჯოჯოხეთი… საერთოდ ამაზე არ ვსაუბრობ… საერთოდაც პირველად ვწერ იმაზე, რომ გამუდმებით მასზე ვფიქრობ… დღეში რამდენიმეჯერ არა, ათჯერ ან უფრო მეტჯერ, შეიძლება ითქვას სულ…

ჩემი მდგომარეობა იმას მაგონებს დაღმართზე დიდი გაქანებით რომ მორბიხარ, ვეღარ ჩერდები, კონტროლს კარგავ და ბოლოს ვარდები… მეც დავვარდები ალბათ ასე თუ გავაგრძელე… ოღონდ ხანდახან ისე მიჭირს, რომ ვფიქრობ ნეტა მალე დავვარდე, იმიტომ რომ ამ დაღმართზე სირბილით უკვე ძალიან დავიღალე…

ეს პოსტი 6 დეკემბრისთვის მქონდა შემონახული, მაგრამ ვერ მოვითმინე… საერთოდ რაც დრო გადის უფრო ნაკლებს იფიქრებო დამამშვიდეს და მე პირიქით ვარ უფრო მეტს ვფიქრობ, უბრალოდ უფრო ნაკლებს ვსაუბრობ ამაზე… ერთმა ქალმა მითხრა სხვა გეყოლება არ ინერვიულოო, ტირილი ვერ შევიკავე მაშინ, სხვა სხვაა მე ეს აღარ მყავს უკვე… თან რამდენიმე ხნის წინ შევნიშნე რომ მომწონს კიდეც მასზე უფრო ხშირად რომ ვფიქრობ… მგონია რომ ასე მარტო არ გრძნობს თავს, მაგრამ არ ვიცი საერთოდ თუ გრძნობს რამეს…

აი ამ აზრამდე რომ მივდივარ მერე ვცდილობ საერთოდ აღარ ვიფიქრო არაფერზე… სულ აქ ვჩერდები…

ისტერიკა მაქვს 8 დღეში ჩემი შვილი ერთი წლის გახდებოდა …

შვილი

დატოვე კომენტარი

06_deathსული მემტვრევა. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ დავწერო, როგორ მტკივა ჩემი ამოგლეჯილი შვილი.

გადამარჩინოს ვინმემ

დატოვე კომენტარი

გადამარჩინოს ვინმემ…

ჩემი მეგობრის გული მტკივა, ჩემი დედიკოს გული მტკივა, ჩემი მამიკოს გული მტკივა, ჩემი მკვდარი შვილის გული მტკივა, ჩემი საყვარელი ქმრის გული მტკივა, შენი გული მტკივა

და ჩემთვის არაფერი მრჩება…

შვილი… ისევ…

%(count)s კომენტარი

ყველაფერი შენი სიკვდილით დაიწყო. დილით სისხლისგან დაცლილმა გავიღვიძე და მერე დიდი ხანი არ მახსოვს რა ხდებოდა. ჩემს სუნთქვას ისე უფრთხილდება ყველა, რომ მრცხვენია და დამთქნარებისას ვწითლდები. ვენები სულ დამიჩხვლიტეს და დამილურჯეს. სისხლი აღარ დამრჩა ძარღვებში და მცივა. მგონი მეც მოვკვდი იმ დილას შენთან ერთად და ჯოჯოხეთში ვარ

შვილი

დატოვე კომენტარი

FridaKhaloგამომშიგნეს, უკვდავებით დამაჯილდოვეს და ასე ცარიელი დამტოვეს დედამიწაზე საუკუნოდ სატანჯველად. ტკივილსაც კი ვეღარ ვგრძნობ. ჩემი გული ჩემმა ჯერარდაბადებულმა პატარა შვილმა წაიღო და აღარასდროს დამიბრუნებს.

%d bloggers like this: