ყველა ნორმალურ ადამიანს ჰო ყავს მუზა და მე მყავს პატარა ფიქრის ჯუჯა… ყველაფერი რასაც მე ვფიქრობ სანამ თქმას ან დაწერას მოვასწრებ მპარავს და ყლაპავს… ამ ბოლო დროს ძალიან გამისუქდა და დიეტაზე მინდა დავსვა… უნდა მოვიტყუო და ჩემი ფიქრები მოვპარო…

თორემ ნამცეცებით დაკმაყოფილება მიწევს ბოლო დროს…

მხოლოდ როცა ცუდად ვარ, უხასიათოდ ან რამე პრობლემა მაქვს, მაშინ ვეცოდები ეტყობა და საცოდავად ერთ ორ არაფრისმაქნის და მეორად ფიქრს მომიგდებს ხოლმე, მაინც რით დავიმსახურე მისგან ასეთი მოპყრობა მიკვირს…

ასეთი ცუდი და უგემური ფიქრები მაქვს რომ სულ უმადურია, თუ ისეთი გემრიელია რომ ვერ იმეტებს???

ნებისმიერ შემთხვევაში მჭირდება გზები ფიქრის ჯუჯის მოსატყუებლად…

პირველ რიგში

1. გაციების საწინააღმდეგო წამლების მიღება შევწყვიტე, რომ ცოტა სიცხე მაინც ამიწიოს და შევებრალო
2. ხასიათს ვიფუჭებ? ახლა ვარ კარგ ხასიათზე ზუსტად როცა არაფერში მჭირდება
3. მისი ყოველნაირად დამცირება
4. საკუთარი ფიქრებისა და ნააზრევის მიწასთან გასწორებას, რომ არ შეერგოს :))))
5. მისი იგნორირება, რომ იფიქროს თითქოს დამავიწყდა და თავის შეხსენება მოუნდეს
6. თავში გაჩენილი აზრისა და ფიქრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რომ ბოლოს და ბოლოს თუ აქამდე ჩამოთვლილმა ხუთმა პუნქტმა არ იმოქმედა მოვიდეს და დამელაპარაკოს
7. ყოვლად უგემოვნო ფიქრების ხელოვნურად გავრცობა, იმისთვის რომ ხელი ჩაიქნიოს და ჩემს მიერ “წარმოებულ” უგემოვნო “პროდუქტზე” უარი თქვას, რაც დამეხმარება წარმატებით განვახორციელო მერვე პუნქტი
8. პერიოდულად ხარისხიანი ფიქრების გავრცობა, იმისთვის რომ მოდუნებულ ფიქრის ჯუჯას, რომელიც ჩემგან უკვე კარგს არაფერს ელის ფიქრი მოვპარო და მივითვისო :)))
9. დავწერო რაც შეიძლება ბევრი სისულელე მის შესახებ, იმისთვის რომ პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მდგომარეობიდან გამოვიდეს და დაამტკიცოს რომ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ არის და ის ნამდვილად არსებობს
10. და ბოლოს, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილისა ჩემს ფიქრის ჯუჯას მინდა ვუთხრა რომ მიყვარს და ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ არ მიმატოვოს… :)))))