მე შემიძლია ვიყო შენი,
მე შემიძლია ვიყო გველი,
ვიყო ვეშაპი…
მე შემიძლია ვიყო მწველი
ვით გველეშაპი.
მე შემიძლია ვიყო სველი,
როგორც ქალთევზა.
მე შემიძლია ვიყო მშვიდი,
როგორც მეთევზე.
მე შემიძლია ვიყო სუნი
დილით ბალიშზე.
მე შემიძლია ცოლის ყურში
ვიყო საყურე.
მე შემიძლია ყველაფერი,
გარდა ერთისა.
ოცნებებშიც კი არ მაქვს ფრთები,
მე არ ვარ ზეცის.
კომენტარის დატოვება