just meდიდი ხანია გადაგეჩვიე, შენს სურვილს სადღაც მუცელში ვგრძნობ, მკერდს ქვემოთ, მაგრამ უფრო ენაზე. ფრთხილად მოგწევ ჩემთან რომ უფრო ახლოს იყო, მერე გაგხსნი და თხელი თითებით შეგეხები, თითებს შორის გიგრძნობ და მოგიტან არასაკმარისად ახლოს, მაგრამ საკმარისად შორს. ჩემს ხელში მოხვედრილი უსუსური გადამუშავებული და ქაღალდში გახვეული ფოთოლოვით ხარ. სახეს ახლოს მოვწევ და ძლიერად შეგისუნთავ ორივე ნესტოთი, ისე ძლიერად რომ შენი გემო ვიგრძნო. ბაგეებს დავაშორებ და მათ ტყვეობაში მოგაქცევ. სამწუხაროა რომ იმედები გაგიცრუე, მე სასტიკი ადამიანი ვარ, რომელსაც შენს მიმართ არაადამიანური სურვილი კლავს. მივეყრდნობი სკამის საზურგეს და თავს უკან გადავაგდებ. პირში შენს გემოს ვიგრძნობ, ასე მონატრებულს და ნაცნობს. ასანთის ღერს ავანთებ და გოგირდის სუნით გაგჟღენთ, მაგრამ არ დაგწვავ. დავიგროვებ ყველა დარდს და მთელი ძალიდ ამოვქაჩავ შენგან ფიქრებს, რომელიც ოთხმოცდამეთორმეტე დღეა რაც მელოდება, ჯერ არ მოგწევ, მაგრამ ძალიან მენდომება რომ მოგწიო. ბოლო კოცნასავით შეგინახავ სიკვდილის წინ.

92 დღე ბოლოს წინა ღერი სიგარეტიდან